2017 წლის 2 მარტს „ნორჩი ისტორიკოსები“ ეწვივნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.
ლექცია თემაზე „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“ წაიკითხეს ისტორიის დოქტორმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის ხელმძღვანელმა ირაკლი გელენავამ და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა.
ლექციის შემდეგ მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჩუქრად გადაეცა აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკები.