2017 წლის 13 მარტს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა.
ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ თორმეტმა მოსწავლემ ქართულ და ინგლისურ ვიკიპედიაში ატვირთა სტატიები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. მასალა ელექტრონულ ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოგვაწოდა.
სულ აიტვირთა 12 სტატია ქართულ ენაზე და 19 სტატია ინგლისურ ენაზე. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგს და მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა წიგნები ქართული არქიტექტურის ძეგლებზე.
ვიკი-ბანაკის მასპიძელი იყო აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლა.