2018 წლის 11-12 იანვარს ჩატარდა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ასოციაციის დაარსებიდან 20 წლისთავს (1997-2017).

კონფერენცია გახსნა იმსა-ს პრეზიდენტმა ნანა ციხისთავმა, რომელმაც შეაჯამა ასოციაციის საქმიანობა და ისაუბრა მომავალ გეგმებზე.

ისტორიის მეცნიერებისა და სწავლების აქტუალურ საკითხებზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და თავად ასოციაციის წევრებმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ასევე, სტუმრები სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებიდან.

ჩამოტვირთეთ pdf ფაილი და გაეცანით კონფერენციის პროგრამას.

კონფერენციამ საქმიან და კოლეგიალურ ვითარებაში ჩაიარა.
დაიგეგმა შემდეგი კონფერენცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება.

კონფერენციის მასპინძელი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018