2014 წლის 14 მარტს გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება.

შეხვედრა გახსნა ვანო ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა ამ ორი ორგანიზაციის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. შემდეგ ისტორიის მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ციხისთავმა, რასაც მოჰყვა ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრა დათო ჭეიშვილმა. მაკა თაქთაქიშვილმა პედაგოგებს გააცნო არამატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობა საქართველოში, ხოლო ნიკა ჩადუნელმა საზოგადოებას წარუდგინა სამომავლო პროექტები „ექსპერიმენტული არქეოლოგიის“ სახით.

შეხვედრის ბოლოს საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად მონაწილე სამოცდაათ პედაგოგს გადაეცა სერთიფიკატები და სააგენტოს პუბლიკაციები.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2011