2018 წლის 17 თებერვალს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა.
ვიკი-ბანაკის მასპინძელი იყო კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი (ინგა საღინაძე).

ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ცამეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში ატვირთა სტატიები ოკუპირებული ჯავის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
მასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა.

სულ აიტვირთა 152 სტატია ქართულ ენაზე. ეს იყო რეკორდული რაოდენობა ქართული ვიკიპედიისთვის ერთ დღეში ატვირთული სტატიების თვალსაზრისით.
პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ასოციაციამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ვიკი-ბანაკის მუშაობას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, ასოციაციის წევრები ჯაბა ლაბაძე, ეკა მაისურაძე, მაია მირცხულავა, მარიკა პიტიურიშვილი და ნინო ჯეირანაშვილი.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018