დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 170 წლის საიუბილო წელთან დაკავშირებით 2018 წლის 23 თებერვალს „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა“ მწერალთა სახლს ესტუმრა.

მწერალთა სახლის დირექტორმა ქ-ნ ნატო ლომოურმა მოსწავლეებს უამბო მწერალთა სახლის პირვანდელი მფლობელის, დიდი ქართველი მეწარმის და მეცენატის დავით სარაჯიშვილის შესახებ.

ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს მწერლის სახლის კაბინეტები და ულამაზესი ეზო.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მადლობას უხდის მწერალთა სახლს ამ ლამაზი დღისთვის და იმედს გამოთქვამს მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018