კონკურსი ისტორიაში 2017/2018 „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“

  • როგორია, იყო ახალგაზრდა მე-20 საუკუნის საქართველოში?
  • როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამბავი?
  • როგორი იქნებოდი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს 1918-1921 წლებში? რას ფიქრობ, როგორ ისვენებდნენ მოსწავლეები, როდესაც საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა იყო?
  • რა ბარიერები ექნებოდათ მათ?
  • გაქვს თუ არა წარმოდგენა შენი ასაკის ახალგაზრდები როგორ უძლებდნენ რთულ დროებას 1990-იანებში, როდესაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა?
  • რა გამოცდილება მიიღეს აღნიშნული პერიოდის ბევრი გამოწვევისგან?
  • რა სახის გატაცებები ჰქონდათ და რა აწუხებდათ ყველაზე მეტად?
  • რას წარმოადგენდა მათი ყოველდღიურობა და რით იცვლებოდა იგი მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდებში?

თუ გინდა, რომ გასცე პასუხები ამ კითხვებს, მაშინ ჰკითხე თქვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მეზობლებს, ოჯახის მეგობრებს ან შეიძლება, პურის მცხობელს რომელიც შენი მეზობელია ან ხილისა და ბოსტნეულის გამყიდველს.
მოისმინე წინა საუკუნეში მათი ახალგაზრდობის ამბები და შეაგროვე მათი მოგონებები. მიიღე მონაწილეობა ისტორიის კონკურსში „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“ 2017/2018 წლებში. შენ მიიღებ არა მარტო სიამოვნებას წარსულში მოგზაურობითა და ახალი აღმოჩენებით, არამედ შეგიძლია გახდე დიდი დაჯილდოების მონაწილე.
გაიმარჯვე, მოიგე ფასიანი საჩუქრები ან მიიღე შანსი რომ წახვიდე ბერლინში, ისტორიის ბანაკში!

მონაწილეობის პირობები:

    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
  • მოსწავლეებს, რომლებიც არიან 15-18 წლამდე ასაკის.
  • როგორც ინდივიდებს, ასევე მცირე ჯგუფებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა სამს არ აღემატება.
    რა დახმარების მიღებაა შესაძლებელი?
  • მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ მასალები და გამოიყენონ ყველა ტიპის რესურსი (წიგნები, ინტერნეტი, ინტერვიუ, ძველი გაზეთები, საოჯახო ფოტოები, არქივში დაცული დოკუმენტები, საჯარო სივრცეში არსებული არტეფაქტები და ა.შ)
    გამოყენებული მასალა უნდა მიეთითოს ციტირების წესით.
  • მენტორების, მასწავლებლების, მშობლების და სხვა პირთა დახმარება კონკურსის დროს ნებადართულია, მაგრამ აუცილებელია აღწერაში მითითება.
    რა სახის ფორმატია დასაშვები?
  • ესსე (1500-3000 სიტყვა)
  • ფოტო-გამოფენა (5-7 ფოტო) შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი
  • 1 პოსტერი
  • ანიმაცია/მცირე ვიდეო (5-10 წუთი)

  • ყველა ფორმატს (გარდა ესსე) უნდა დაერთოს აღწერა (400-600 სიტყვა).
    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
  • მოსწავლეებს, რომლებიც არიან 15-18 წლამდე ასაკის.
  • როგორც ინდივიდებს, ასევე მცირე ჯგუფებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა სამს არ აღემატება.
    რომელი ენების გამოყენებაა შესაძლებელი?
  • კონკურსის ენა ქართულია, თუმცა,თუ მოსწავლე ნამუშევარს გამოაგზავნის სომხურად ან აზერბაიჯანულად, ორგანიზატორები თარგმანს უზრუნველყოფენ.
    ნაშრომის მიღება როგორაა შესაძლებელი? ნაშრომის ბოლო ვადა?
  • თქვენი ნაშრომი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე historycompetition@gmail.com
  • გამოგზავნეთ ნაშრომი ფოსტით მისამართზე: პროექტიDVV International Georgia ოფისი, ყიფშიძის ქუჩა #20, ბინა3, 0179 თბილისი, (ინსეა კიდერლენს).
    ნაშრომს უნდა ჰქონდეს სატიტულო გვერდი, სადაც წერია თქვენი სახელი, ასაკი და კლასი, ელ-ფოსტა, საფოსტო მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი, სკოლა და სკოლის მისამართი, მასწავლებლის (მენტორის) სახელი და გვარი.
    ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის, 15 აპრილი, 12:00 საათი.
  • გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება კრებულში.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 79 67 41; 558 931517

 

 

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018