ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასა და ქართულ ვიკიპედიას შორის შეთანხმების შედეგად 2016 წლის 7 ივლისს ჩატარდა პირველი ტრენინგი ისტორიის მასწავლებელთათვის. ასოციაციის თექვსმეტმა წევრმა ვიკიპედიაში მუშაობის პირველადი უნარ-ჩვევები აითვისა.

ტრენინგი თბილისის კლასიკური გიმნაზიის საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარდა. მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ვიკიპედიის რედაქტორებად. ტრენინგს ორი გამოცდილი ვიკიპედიელი უძღვებოდა - ისტორიკოსი ჯაბა ლაბაძე და გეოგრაფი მიხეილ ჭაბუკაშვილი.

ტრენინგის ბოლოს ასოციაციის გამგეობამ მასწავლებლებს დასამუშავებელი თემები გაუნაწილა და შემდეგი შეხვედრა დაგეგმა.

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მადლობას უხდის Wikimedia Community User Group Georgia-ს (ქართული ვიკიპედიის ირგვლივ შექმნილი მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული „Wikimedia Foundation“-ის მიერ) და იმედს გამოთქვამს, რომ ვიკიპედიაში პროფესიონალ ისტორიკოსთა მოღვაწეობა უდაოდ ნაყოფიერი იქნება.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2011