2018 წლის 20 იანვარს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის ერთობლივი, ერთდღიანი ვიკი-ბანაკი შედგა.
ვიკი-ბანაკის მასპინძელი იყო კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი - ინგა საღინაძე და ბუბა მურღულია.

ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ თხუთმეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში ატვირთა სტატიები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
მასალა აფხაზეთის ციფრული რუკიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოგვაწოდა.

სულ აიტვირთა 140 სტატია ქართულ ენაზე. ეს იყო რეკორდული რაოდენობა ქართული ვიკიპედიისთვის ერთ დღეში ატვირთული სტატიების თვალსაზრისით.
პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს და პედაგოგს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცა.

ვიკი-ბანაკის მუშაობას ესწრებოდნენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ციხისთავი, ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, ასოციაციის წევრები ჯაბა ლაბაძე, ეკა მაისურაძე და ინგა თოდუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ხელნძღვანელი ირაკლი გელენავა.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018