ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა

 

ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია საფუძველს უყრის „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლას“.
სკოლის თანადამფუძნებლები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

დამფუძნებელთა მიზანია ხელი შეუწყოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს ისტორიის საგნის უკეთ შესწავლაში.
„ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მსმენელები იქნებიან თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების მე-8-9-10 კლასების მოსწავლეები. ისინი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრებმა შეარჩიეს.

2015 წლის თებერვლიდან სკოლაში 70-მდე მოსწავლე იმეცადინებს.

სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი ისტორიკოსები და ამ დარგის მონათესავე სპეციალობის თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ასევე, დაგეგმილია სამუზეუმო და საველე არქეოლოგიური აქტივობები.

სკოლაში სწავლა უფასოა.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018